ინტერაქციული პანორამები და ვირტუალური ტურები
ინტერაქციული სფერული პანორამები და მათ საფუძველზე შექმნილი ვირტუალური ტურები, დღესდღეობით ნებისმიერი სახის ინტერიერისა და ექსტერიერის ვიზუალური დემონსტრაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საინტერესო საშუალებაა ინტერნეტ სივრცეში.
სფერულ გამოსახულებაში ჩაძირულ ვირტუალური ტურის სტუმარს შეუძლია ბოლომდე აკონტროლოს გარემო და აქვს საშუალება სრულიად ახალი, არაორდინალური კუთხით დაინახოს დემონსტრირებული სივრცე.
ვირტუალური ტურების, როგორც პრეზენტაციის საშუალების უნიკალურობა, არა მხოლოდ თავად რეკლამირებული სივრცეების მაყურებლისთვის ორიგინალურად მიწოდებაში, არამედ ფოტო კონტენტის სხვადასხვა თანდართული მასალებით (ტექსტებით, რუქებით, ხმით და ა.შ) სრულყოფის შესაძლებლობაში მდგომარეობს, რაც 3D ტურის ინფორმაციულ პოტენციალს აძლიერებს.
ვირტუალური ტური ყურადღების მოზიდვის შესანიშნავი საშუალებაა. საიტზე ვირტუალური ტურის განთავსება სივრცეს უფრო მიმზიდველს ხდის დამთვალიერებლისათვის და ისევ და ისევ დაბრუნების სურვილს აღუძრავს მას.
ადაპტირებული განლაგება
ინტერფეისის დიზაინი, ადაპტირებული ყველა ზომის ეკრანზე
Full HD ხარისხი
მაღალ ხარისხიანი გამოსახულება სტანდარტულ Full HD ეკრანებზე და ზემოთ.
ინდივიდუალური დიზაინი
ინტერფეისის ინდივიდუალური დიზაინი
მაღალი დინამიური დიაპაზონი
HDR ტექნოლოგიის გამოყენება, ისევე როგორც დინამიურ სცენებში
რედაქტირება
ფერების გასწორება, ფოტოების რეტუშირება
მედია კონტენტი
მედია კონტენტის დამატება (აუდიო, ვიდეო, ტექსტები, სურათები, ვებ გვერდები, დოკუმენტები ...)
ჩვენი ბოლო პროექტები
იხილეთ პროექტების სრული ვიზუალი