Walkinto დაფუძნდა 2015 წელს თბილისში, საუკეთესო პანორამული ფოტოგრაფისა და ვირტუალური ტურების პროგრამისტის პატრონაჟით. რომელმაც შექმნა ათასზე მეტი ნამუშევარი არაერთი კლიენტისათვის.
Walkinto-ს ძირითადი ღირებულება შექმნილი ნამუშევრების მაღალი ხარისხია, რომელიც ეფუძნება პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და პროგრამისტების მრავალწლიან გამოცდილებას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ეს თითოეულ ჩვენს პროექტში ნათლად აისახება.
ვირტუალური ტურები, რომლებსაც ვქმნით, მხოლოდ სივრცის რეალისტური ვიზუალიზაცია არ არის — ეს არის ღრმა, ინტერაქტიული და ემოციურად დამაკავშირებელი ციფრული გამოცდილება, რომელიც იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, ზრდის ჩართულობას და აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, სივრცე სრულად შეიგრძნოს და აღიქვას სრულიად ახალი პერსპექტივიდან.


