ჩვენ შესახებ

ჩვენი უპირატესობები
Walkinto დაფუძნდა 2015 წელს თბილისში, საუკეთესო პანორამული ფოტოგრაფისა და ვირტუალური ტურების პროგრამისტის პატრონაჟით. რომელმაც შექმნა ათასზე მეტი ნამუშევარი არაერთი კლიენტისათვის. 
 
Walkinto-ს მთავარი ღირებულება შექმნილი ნამუშევრის მაღალი ხარისხია, რომელიც ემყარება პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და პროგრამისტების გამოცდილებას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ეს გამოიხატება თითოეულ ჩვენს ნამუშევარში.
 
ვირტუალური ტურები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით სივრცის რეალისტურ ჩვენებაზე ბევრად მეტია, რაც თქვენს აუდიტორიას ხიბლავს და აღაფრთოვანებს.
 
 

რატომ ირჩევენ Walkinto-ს ?

 
ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბრენდების საუკეთესო აღჭურვილობით, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ხარისხის ფოტოები საჭირო სიზუსტით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო, სოლიდური გამოცდილების მქონე ფოტოგრაფებთან. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ვირტუალურ ტურზე განთავსებული ფოტოები უმაღლესი ხარისხის იქნება;

ჩვენთან ერთად მუშაობენ პროფესიონალი დიზაინერები და საკუთარი საქმის უმაღლეს დონეზე მცოდნე პირები, რომელთაც შეუძლიათ შეიმუშაონ დამატებითი მასალები (რუქები, დიაგრამები, დიზაინის ელემენტები) ისე, რომ  თითოეულ შექმნილ ვირტუალურ ტურს ჰქონდეს საკუთარი უნიკალური ”ხაზი” და მნახველებს სასიამოვნო ემოციები შეუქმნას. პროფესიონალი პროგრამისტები კი ტურს ნებისმიერი თანამედროვე ბრაუზერისთვის მორგებულს ქმნიან.

მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს საქმიანობას შედეგი მოაქვს და ნამდვილი ინტერესისა და დადებითი ემოციების გამოწვევა შეუძლია. გადახედეთ ჩვენს პორტფოლიოს  და  დარწმუნდებით, რომ ეს საუკეთესო გზაა თქვენი ბიზნესის უპირატესობის წარმოსაჩენად.